printexpress

ტრაფარეტული ბეჭდვა

ტრაფარეტული ბეჭდვა იმით არის გამორჩეული, რომ ამ მეთოდის გამოყენებით გამოსახულების დატანა შესაძლებელია მრავალი, სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე: ქაღალდზე, პლასტიკზე, ხეზე, ტექსტილზე და ა.შ. ბეჭდვა შესაძლებელია როგორც ბრტყელ, ასევე ამობურცულ ზედაპირებზე.

ჩვენს კომპანიაში არსებული თანამედროვე მოწყობილობები და ხარისხიანი მასალები გვაძლევს საშუალებას ჩვენს დამკვეთებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის ნაბეჭდი პროდუქტი. ტრაფარეტული ბეჭდვის ფასები დიდად არის დამოკიდებული ტირაჟზე, საბეჭდი პროდუქციის ტიპსა და ფერების რაოდენობაზე. თითოეული ფერისთვის დამატებითი ტრაფარეტის დამზადებაა საჭირო.

ტრაფარეტული ბეჭდვის დროს გამოსახულება გამოირჩევა სიმკვეთრით, მკაფიო ფერებითა და მცირედი რელიეფურობით. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ფაქტურის იმიტაცია, მაგ.: ხავერდოვანი ზედაპირის.

ტრაფარეტული ბეჭდვა რთული ტექნოლოგიური პროცესია, ამიტომ უმჯობესია თქვენი შეკვეთა ანდოთ ჩვენი კომპანიის გამოცდილ და კომპეტენტურ სპეციალისტებს.

ტრაფარეტული ბეჭდვა (შოლკოგრაფია) არის წარწერებისა და გამოსახულების ბეჭდვის მეთოდი (მონოქრომული და ფერადი), რომლის დროსაც საღებავი საბეჭდ ზედაპირზე დაიტანება ტრაფარეტული საბეჭდი ფორმის გავლით.

ტრაფარეტული ბეჭდვის უპირატესობები:

  • ნებისმიერ ზედაპირზე ბეჭდვის შესაძლებლობა, ქაღალდი, პლასტიკი, პვქ, შუშა, კერამიკა, მეტალი, ტექსტილი, ტყავი, ხე და ა.შ.;
  • როგორც სწორ, ისე ცილინდრულ ზედაპირზე ბეჭდვის შესაძლებლობა;
  • რეზინის ან ხავერდოვანი ზედაპირის იმიტაციის შესაძლებლობა.

 

სავიზიტოები

მაისურები

კერამიკა