printexpress

ოფსეტური ბეჭდვა

ოფსეტური ბეჭდვის ტექნოლოგია საუკეთესო არჩევანია მაშინ, როცა საბეჭდი პროდუქციის ტირაჟი რამდენიმე ასეულს აღემატება. ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ სარეკლამო თუ სატიტულო პოლიგრაფიული პროდუქციის დამზადებაში, ფასის, ვადებისა და ხარისხის ოპტიმალური თანაფარდობით.

ოფსეტური ბეჭდვის ხარისხი ეტალონად არის მიჩნეული. აღნიშნული ტექნოლოგიის უპირატესობას წარმოადგენს სრულფერიანი ბეჭდვის შესაძლებლობა სხვადასხვა სისქისა და ზედაპირის მქონე ქაღალდზე. სრული ფერი და ნახევარტონების სიმდიდრე განსაკუთრებულ ეფექტურობას ანიჭებს ნებისმიერ პოლიგრაფიულ პროდუქტს. ამასთანავე საღებავის თანაბარი განაწილების პრინციპის გამოყენების შედეგად მიიღება შესანიშნავი ფერისა და ხარისხის მქონე პროდუქტი. გარდა ამისა, იგი ხასიათდება მნიშვნელოვანი ეკონომიურობით დიდი ტირაჟის ბეჭდვის დროს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ოფსეტური ბეჭდვის შესაძლებლობა ფართო ფორმატებზე (A3-A2), რაც პორდუქტის ზომის, ხარისხისა და ეკონომიურობის ურთიერთმიმართების თვალსაზრისით მეტად ეფექტურია.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ ოფსეტური ბეჭდვის მრავალფეროვან პროდუქციას: პლაკატები, ბუკლეტები, სარეკლამო ბროშურები, კატალოგები, ჟურნალები, წიგნები (დაკაბადონებით), კალენდრები, მოსაწვევები, ეტიკეტები (წებოვანი, მოოქროებით), კოლოფები, ყუთები, სასაჩუქრე ჩანთები და ა. შ.

ოფსეტური ბეჭდვა დღესდღეობით ბეჭდვის ყელაზე ფართოდ გავრცელებული ტიპია. მისი გამოყენებით შესაძლებელია პრაქტიკულად ნებისმიერი პოლიგრაფიული პროდუქტის დამზადება, სავიზიტო ბარათებით დაწყებული ფართოფორმატიანი პლაკატებით დამთავრებული. ოფსეტური ბეჭდვის დროს საღებავის დატანა ქაღალდზე ან სხვა მასალაზე ხდება საბეჭდი ცილინდრის მეშვეობით.

ოფსეტური ბეჭდვის უპირატესობები:

  • ბეჭდვის საუკეთესო ხარისხი;
  • ქაღალდის ნებისმიერ ტიპზე ბეჭდვის და პრიდუქტის შემდგომი დამუშავების შესაძლებლობა;
  • დიდი ტირაჟების ბეჭდვა დროის შედარებით მოკლე მონაკვეთში;
  • დიდი ტირაჟების დროს ერთეული პროდუქტის დაბალი ფასი.

პლაკატები

ლიფლეტები

ბროშურები

წიგნები

კატალოგები

კალენდრები

მოსაწვევბი

ჩანთები

ყუთები

ეტიკეტები