printexpress

გარე რეკლამა

გარე რეკლამა უფრო და უფრო აქტიურად ითვისებს შენობების ფასადებსა თუ სპეციალურად გამოყოფილ სარეკლამო სივრცეებს. ამ სფეროში გამოყენებული მასალები და ტექნოლოგიები უკვე ყველასთვის არის ხელმისაწვდომი და თანდათან უფრო ძნელდება რამე გამორჩეულისა და ექსკლუზიურის დამზადება.

რა არის იმისათვის საჭირო, რომ თქვენი სარეკლამო კონსტრუქცია არ დარჩეს შეუმჩნეველი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში ჩვენი კომპანიის სპეციალისტები დაგეხმარებიან და გაგარკვევენ გარე რეკლამის ტექნოლოგიებისა და დიზაინის თავისებურებებში.

უმთავრესი ამოცანა ეფექტური რეკლამის დამზადებისას არის ის, რომ სარეკლამო კონსტრუქციის დიზაინი იყოს მკაფიო, კონტრასტული და გამოკვეთილი გარემო ფონთან მიმართებაში, სარეკლამო შეტყობინება იყოს მოკლე, გასაგები და ერთმნიშვნელოვანი. გამოყენებული ტექნოლოგიები შეესაბამებოდეს სარეკლამო კამპანიის ამოცანებს და ითვალისწინებდეს მის ბიუჯეტს.

 

ლაითბოქსები

ჩარდახები

სტენდები

თაროები

მობილური კონსტრუქციები